ჩვენ შესახებ

/ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ2025-06-13T08:59:53+00:00

საერთაშორისო გამოცდილება

Trustspace დაფუძნებულია აშშ-ში არსებული საკონსულტაციო ცენტრის Medens Health-ის მხარდაჭერით და ის აერთიანებს კვალიფიციურ უცხოელ და ქართველ კონსულტანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ ეთიკურ სტანდარტებს.

ჩვენი ჯგუფისთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი მომსახურებაა. ჩვენი კონსულტანტები მუშაობენ გამოცდილი, ლიცენზიის მქონე ამერიკელი ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ და მუდვივად ეცნობიან უახლეს ფსიქოთერაპიულ სახელმძღვანელოებსა და კვლევებს. Trustspace ყოველკვირეულად აწარმოებს კონსულტანტების მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხის მონიტორინგს.

გაიცანით ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია დარგში საუკეთესო პროფესიონალებით, რომლებიც კვალიფიციურ მომსახურებას გაგიწევენ უახლესი მეთოდებით

მინდია გაბიჩვაძე
მინდია გაბიჩვაძეპარტნიორი
დოქტორ მინდიას, როგორც მას მიმართავენ მისი პაციენტები, აქვს როგორც მაგისტრის, ასევე დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში პროფესიული ფსიქოლოგიის ამერიკული სკოლიდან (APA-ს აკრედიტებული პროგრამა). მას აქვს 10 წელზე მეტხნიანი კერძო და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის: ჯანმრთელობის ცენტრის კოლეჯი, სტაციონალური საავადმყოფო, ამბოლატორიული ავადმყოფების სათემო კლინიკა. ის ასევე არის პეპერდაინის უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი.
ნინო ქაჯაია
ნინო ქაჯაიაპარტნიორი
ნინო ქაჯაია ფსიქოლოგიის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
გიორგი იოსელიანი
გიორგი იოსელიანიდირექტორი
გიორგი იოსელიანი ფსიქოლოგიის მაგისტრი. როგორც ფსიქოლოგს, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კვლევაში, მათ შორის კვლევის დაგეგმვის, პიროვნული კითხვარების ადაპტირების, კითხვარების შემუშავების, ინტერვიუირების, ფოკუს-ჯგუფების წარმართვის, მონაცემთა დამუშავების კუთხით, ასევე პრობაციონერთა რესოციალიზაციის პროექტში. 2014-2020 წლებში მუშაობდა სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

„კარგი ცხოვრება პროცესია და არა მდგომარეობა. ის არის მიმართულება და არა დანიშნულების ადგილი“

კარლ როჯერსი, ამერიკელი ფსიქოლოგი