ხშირად დასმული შეკითხვები

/ხშირად დასმული შეკითხვები
ხშირად დასმული შეკითხვები2021-09-12T08:11:02+00:00

1. როგორ გავხდე თქვენი კლიენტი?
პასუხი: პირველი შეხვედრის დასანიშნად აუცილებელია შეავსოთ მითითებული ფორმა ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე:  591 933874.

2. რა დრო დასჭირდება კონსულტანთან შეხვედრის დანიშვნას?
პასუხი: შეხვედრა დაინიშნება ერთი კვირის განმავლობაში.

3. რა დრო დასჭირდება კონსულტაციას (რამდენი სესია)?
პასუხი: ეს დამოკიდებულია თქვენი და კონსულტანტის მოლაპარაკებაზე, თქვენი სიტუაციის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.

4. ექნება თუ არა საკმარისი გამოცდილება ჩემს კონსულტანტს?
პასუხი: ჩვენი კონსულტანტები იმუშავებენ გამოცდილი, ლიცენზიის მქონე ამერიკელი ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. ჩვენ კონსულტანტების შერჩევის დროს ყურადღება გაავამახვილეთ ისეთ პიროვნულ მახასიათებლებზე, როგორიცაა: სითბო, ემპათიურობა და კლიენტთან მუშაობის სურვილი. თითოეულმა კონსულტანტმა გაიარა ტრენინგი (მომზადება) ფსიქოლოგიური, ემოციონალური, ურთიერთდამოკიდებულებითი და შეფასებითი უნარების მიმართულებით.

5. როგორ წარიმართება კონსულტაცია?
პასუხი: თქვენ შეხვდებით თქვენს კონსულტანტს კვირაში ერთხელ 50 წუთის განმავლობაში. ჩვეულებრივ, კონსულტაცია იქნება ელექტრონული ფორმატით, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია პირისპირ კომუნიკაციაც.

6. არსებობს თუ არა რაიმე სპეციალური წესები ან პროცედურები, რომლებიც უნდა ვიცოდე?
პასუხი: ჩვენ მოვითხოვთ, უკვე შეთანხმებული სესიების განრიგში ცვლილებების შეტანისას, თუ გსურთ დანიშნული სესიის გაუქმება, მოგვმართოთ 24 საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგერიცხებათ სესიის საფასური.