ჩვენი მომსახურება
ციფრული არხების ეპოქაში, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში, თქვენთვის მოსახერხებელ დროს.
საწყისი ვიზიტი – თქვენი პირველი და შესაძლოა, მეორე სესია დაეთმოს თქვენი მოთხოვნილებების შეფასებას. ამ პერიოდში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, გაიცნოთ კონსულტანტი, რომელიც თქვენი მკურნალობის მიზნების შესატყვის დახმარებას გაგიწევთ. თქვენი კონსულტანტი გაგაცნობთ მკურნალობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.
ვიზიტის ხანგრძლივობა – თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობაა 50 წუთი. კონსულტაცია მოითხოვს თქვენგან აქტიურ თანამონაწილეობას, ძალისხმევის გამოჩენას როგორც სესიების მიმდინარეობისას, ასევე მათ შორის. ვიზიტების რაოდენობა დამოკიდებულია პიროვნების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.
ვიზიტის ღირებულება – ვიზიტის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.
კონფიდენციალობა – პაციენტსა და კონსულტანტს შორის ყველა ტიპის კომუნიკაცია არის კონფიდენციალური და კანონით დაცული. კონსულტანტს კლიენტის თანხმობის გარეშე არ შეუძლია ინფორმაციის გაცემა.
მომსახურების მისაღებად შეავსეთ ფორმა:
შეთანხმება კონსულტაციური მომსახურებისთვის
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 933874
