შფოთვა არის არასასიამოვნო შეგრძნება, როგორიცაა, მაგ. რაიმეზე აღელვება (წუხილი) ან შიში. შფოთვა შეიძლება იყოს მსუბუქი ან მწვავე.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა განიცდის შფოთვას. მაგალითად, თქვენ შეიძლება ღელავდეთ გამოცდაზე, სამუშაო ინტერვიუს დროს ან სამედიცინო შემოწმებისას.

ასეთ სიტუაციებში დაუფლებული შფოთვა სრულიად ნორმალურია.

ზოგიერთი ადამიანი

სათვის რთულია ასეთი შეგრძნებების კონტროლი. ისინი უფრო მძაფრად განიცდიან შფოთვას, რაც ნეგატიურად აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

შფოთვა არის რამდენიმე მდგომარეობის მთავარი სიმპტომი:

  • პანიკური აშლილობა
  • ფობიები, როგორიცაა: აგორაფობია ან კლაუსტროფობია
  • პოსტ ტრავმატული სტრესული აშლილობა (PTSD)
  • სოციალურ შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია)

აქ წარმოდგენილი ინფორმაცია ეხება სპეციფიკურ მდგომარეობას, რომელსაც გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას უწოდებენ (GAD).

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა არის გრძელვადიანი მდგომარეობა, რის გამოც თქვენ გრძნობთ შფოთვას არა ერთი რომელიმე კონკრეტული მოვლენის გამო, არამედ ფართო სპექტრის სიტუაციებთან დაკავშირებით.

ადამიანები, რომლებსაც  გენერალიზებული  შფოთვითი აშლილობა აწუხებთ, ვერ იხსენებენ იმ პერიოდს, როდესაც თავს მოდუნებულად გრძნობდნენ.

როგორც კი მოგვარდება ერთი შფოთვითი პრობლემა, მეორე იჩენს თავს სხვა საკითხთან დაკავშირებით და ა.შ.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომები (GAD)

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა შეიძლება იწვევდეს ორივეს, ფსიქოლოგიურ (მენტალურ) და ფიზიკურ სიმპტომებს. ამ სიმპტომების განცდა ინდივიდუალურია და მოიცავს:

  • მოუსვენრობის ან წუხილის შეგრძნებას
  • ყურადღების კონცენტაციასა და ძილთან დაკავშირებით პრობლემებს
  • თავბრუსხვევებსა და გაძლიერებულ გულისცემას

როდის უნდა მივმართოდ დახმარებისთვის შფოთვის განცდის გამო

მართალია, შფოთვის განცდა სავსებით ნორმალური მოვლენაა, მაგრამ თუ ეს განცდა გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და გაწუხებთ, უნდა მიმართოდ ფსიქოთერაპევტს.

დიაგნოზის დასმის თვალსაზრისით თერაპევტი დაგისვამთ შეკითხვებს სიმპტომების, განცდების, ემოციებისა და თქვენი შიშების შესახებ.

რას იწვევს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა?

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ზუსტი გავლენა არ არის სრულად  შესწავლილი, თუმცა ის სხვა ფაქტორებთან ერთად კომბინაციაშიც ხშირად გვხვდება.

გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ მას შეიძლება იწვევდეს:

  • ჰიპერაქტიურობა ტვინის უბანზე, რომელიც ვლინდება ემოციასა და ქცევაში
  • ტვინის ქიმიური ნივთიერებები: სეროტონინსა და ნორადრენალინს შორის დისბალანსი. სეროტონინი და ნორადრენალინი აკონტროლებენ და არეგულირებენ გუნება-განწყობილებას
  • მშობლები, რომლებსაც აწუხებდათ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა; მათში 5-ჯერ მეტი ალბათობაა იმისა, რომ გენეტიკურად გადმოეცათ GAD
  • სტრესული და ტრავმასთან ასოცირებულ გამოცდილება. როგორიცაა: ძალადობა სახლში, ძალადობა ბავშვზე ან ბულინგი
  • გრძელვადიანი მტკივნეული ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორიცაა ართრიტები
  • ანამნეზში ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება

ბევრ ადამიანს შეიძლება გგენერალიზებული შფოთვითი აშლილობა გაურკვეველი მიზეზის გამო განუვითარდეს.

ვინ განიცდის გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას

გენერალიზებულ შფოთვითი აშლილობა არის ზოგადი მდგომარეობა, რომელსაც განიცდის მაგ. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 5%-ზე მეტი. ოდნავ უფრო მეტი ქალი, ვიდრე მამაკაცი, 35-დან 59 წლამდე ასაკის მქონე ინდივიდები.

როგორ ვიმკურნალოთ

  • მივმართოდ ფსიქოლოგიურ თერაპიას. უმეტესობა ადამიანებისა აკონტროლებენ შფოთვის დონეს, მაგრამ ზოგიერთი საჭიროებს გრძელვადიან მკურნალობას სიმპტომების მოხსნის მიზნით
  • ვივარჯიშოთ რეგულარულად
  • თავი შევიკავოთ თამბაქოს მოხმარებისგან
  • შევამციროთ ალკოჰოლისა და კოფეინის მიღება
2021-02-03T13:01:57+00:00