6 რჩევა ემოციური კეთილდღეობისთვის

კოლეჯის სტუდენტობისას ქეით მილკმანი, თამაშობდა ჩოგბურთს, დადიოდა სპორტულ დარბაზში, მაგრამ უმაღლესში ჩაბარების შემდეგ მისი სპორტული განრიგი  დაირღვა.

„მთელი დღის მეცადინეობის შემდეგ ვიყავი „გამოწურული“ – ამბობს ქეითი, „სპორტულ დარბაზში წასვლის და ვარჯიშის ნაცვლად, სინამდვილეში ტელევიზორის ყურების ან ჰარი პოტერის კითხვის სურვილი მქონდა.“

რეგულარულ ვარჯიშს, როგორც ქეითი უწოდებს „ცდუნების გაჩენით“ დაუბრუნდა. მან გადაწყვიტა საყვარელი აუდიო წიგნების  ყურსასმენებით მოსმენა მხოლოდ მაშინ, როდესაც  სპორტულ დარბაზში იქნებოდა.

მილკმანი ამჟამად უორტონის ბიზნეს სკოლის პროფესორია, რომლის სპეციალიზაცია  ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებაა. როდესაც საქმე ქცევის შეცვლას ეხება, ის ამბობს, რომ საუკეთესო გამოსავალი სასურველი ქცევის საყვარელ საქმიანობასთან შეწყვილებაა.

ეძებთ მსგავს ხრიკს ახალი წლისთვის ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მიზნები, ჩვენ გვაქვს იდეები, რომლებიც ცოტათი დაგეხმარებათ თქვენი მიზნების განხორციელებაში. გთავაზობთ NPR-ის რეპორტიორების მიერ გაშუქებული გამოკვლევებიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის ექვს „ცხოვრების რეცეპტს“ .

მოემზადეთ წაგებისთვის. ეს წარმატების ნაწილია

თუ თქვენ ახალი ჩვევის განმტკიცების სურვილი გაქვთ, მაგალითად, მეტი ვარჯიშის, ან ნაკლები შაქრის მიღების ან სხვა – მეცნიერები, რომლებიც ადამიანის ქცევას შეისწავლიან, აღნიშნავენ, რომ წაგებაც პროცესის ნაწილად უნდა მიიღოთ. გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ გარკვეულ მომენტში ყველაფერი გააფუჭეთ. როდესაც ეს მოხდება, არ მიაქციოთ ყურადღება გამოტოვებულ ერთ სესიასთან დაკავშირებით დაუფლებულ  ნეგატიურ ემოციას, თითქოს და მთელი გეგმა ჩაგეშალათ. უბრალოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ დაუბრუნდით თქვენ მიზანს და ნუ დაიტანჯავთ თავს.

დაეხმარეთ შფოთვაში მყოფ პარტნიორს სწორი გზით

თქვენ შეგიძლიათ შფოთვაში მყოფი ახლობლის დახმარება. როგორც თერაპევტები ამბობენ: არ ეცადოთ იმ წამსვე, მყისიერად სიტუაციის გამოსწორებას. ამის სანაცვლოდ, გაიზიარეთ მისი მდგომარეობა. „ლოგიკური მოქმედების განხორციელება მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ, როდესაც თქვენი ახლობელი იგრძნობს, რომ არ არის კრიტიკის საგანი ან გაუქარწყლდება გრძნობა, რომ ვერავინ ვერ უგებს“, აღნიშნავს ლიცენზიის მქონე ფსიქოლოგი კეროლაინ დაიჩი. ასევე, მნიშვნელოვანია სწორი მხარდაჭერის დასწავლა.

გაწუხებთ ზედმეტი გაბრაზება? შეამოწმეთ, დეპრესია ხომ არ გაქვთ

პაციენტების უმეტესობა და ექიმები დეპრესიას უკავშირებენ უიმედობის, მოწყენილობის განცდასა და მოტივაციის არქონას. თუმცა, ფსიქიატრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ჰიპერკრიტიკული მიდრეკილებებისა და ბრაზის გამოვლენის საფუძველი აგრეთვე დეპრესიაა. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს ფორმა ექვემდებარე კონსულტაციასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას.

განსაზღვრეთ ვარჯიშები: იმოძრავეთ ნელა, მაგრამ ხშირად

NPR-ის ერთ-ერთ რედაქტორს, მარია გოდოის შეუყვარდა ვარჯიში მას შემდეგ, როდესაც მიხვდა, რომ მცირედ მონდომებასაც კი აქვს მნიშვნელობა. „გადავაფასე ის, რასაც ვარჯიშს ვეძახდი“ – ამბობს ის. მტვერსასრუტით ოთახის დალაგება, კიბეებზე ასვლა – ესეთი პატარა მოძრაობები დღის განმავლობაში, ყულაბაში ხურდების ჩაყრას გავს.

გამოძებნე დღის განმავლობაში ერთი წუთი იმისათვის, რომ გადახედო შენი ცხოვრების მიზანს

გამოკვლევებით დგინდება, რომ ცხოვრებაში მიზნის ქონა ამცირებს ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის რისკს იმაზე მეტად, ვიდრე რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, თამბაქოს მოწევაზე უარის თქმა, ალკოჰოლოს მიღების შეზღუდვა. შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი მიზანი იყოს გარემოზე ზრუნვა, ან საუკეთესო შვილების აღზრდა, ან მუსიკის შექმნა. სულაც არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა მიზანი გაქვთ, მთავარია, რომ ერთი მაინც გქონდეთ.

გაამდიდრე სიხარული

განიცდით სტრესს? მეცნიერები, რომლებიც დემენციით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნავდნენ, მიუთითებენ „ცხოვრებისეული უნარების კარადიდან“  8 მეთოდზე, რომლებსაც საგრძნობლად შეუძლიათ ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესება. ისეთი ტექნიკის დასწავლის შემდეგ, როგორიცაა, მაგალითად, მადლიერების დღიურის წარმოება, ან ნეგატიური გამოცდილების პოზიტიურად სწრაფად შეცვლის ტექნიკა, საგრძნობლად ამცირებს როგორც სტრესს, ასევე შფოთვას.

წყარო: https://www.npr.org/sections/health-shots/2019/12/31/792505428/start-fresh-6-tips-for-mental-health-in2020?utm_medium=social&utm_term=nprnews&utm_source=facebook.com&utm_campaign=npr&fbclid=IwAR0VX3bRm_Ywq9lVBBb7mz0A1j__vqEOm-uYznxSrCZbDAFLsS-uPh2lwfM

2020-02-13T13:28:37+00:00