როგორ ჩამოაყალიბა შფოთვამ ჩემი უძილობა

როდესაც ადამიანებს ესმით სიტყვა „ინსომნია“, უმეტესობისთვის ეს ნიშნავს „ჩაძინებასთან“ დაკავშირებულ პრობლემას, მაგრამ ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემა. დაახლოებით 6 წელია, რაც შფოთვას განვიცდი და ამ განცდამ ჩამოაყალიბა ჩემი ცხოვრება ჩემს დეპრესიასთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ჩემს უძილობასთან მიმართებაში.
როდესაც უძილობაზე ფიქრობთ, ხვდებით, რომ ის განსხვავებულია ყველასთვის. როგორ მივხვდი, რომ რაღაც არ არის ისე, როგორც უნდა იყოს? დავიწყებ იმის შეხსენებით, რომ მაწუხებს დეპრესია და ამიტომ, სადღაც სულის სიღრმეში ვიცოდი რა სიტუაციაშიც ვიმყოფებოდი. წელიწადნახევარია უკვე, რაც დავიწყე უძილობის, ან როგორც მე მომწონს ამის თქმა „ჩემთვის ყველაზე საშინელი კოშმარის“ მოსახსნელად მედიკამენტებით მკურნალობა. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ამის შესახებ, თუ რატომ ხდებოდა ასე, უკვე დასაწყისშივე ვიცოდი, მაგრამ – არა.
უძილობის ფორმირება ჩემმა შფოთვამ გამოიწვია. ბოლო თერაპიული ვიზიტის დროს, რომელიც დამეხმარა ჩემი სიტუაციის საბოლოოდ გაგებაში, ჩემმა თერაპევტმა მითხრა: „ეს თქვენი შფოთვა გესაუბრებათ თქვენივე ძილის მეშვეობით“. მინდა აგიხსნათ, თუ რატომ გადავწყვიტე ჩემი ისტორიის მოყოლა.
ღამეს საშინელი კოშმარები მოაქვს. მართალია, ეს ყოველ დღე არ ხდება. ზოგიერთ დღეს ბედი მწყალობს და ნორმალურად მძინავს. ჩემი ღამის კოშმარები არის ფანტაზიები ომზე. კოშმარები ომის თემაზე. მე არასოდროს ვყოფილვარ ომის თემაზე გადაღებული ფილმების ან ისტორიების მოყვარული. მძულს კიდეც ის ფაქტი, რომ ასეთი რაღაცები არსებობს. ამრიგად, თქვენ დაგაინტერესებთ, რატომ მაქვს ომის კოშმარები, მაშინ როდესაც არავითარი კავშირი არ მაქვს მასთან? აი, რატომ.
თითოეული ჩემი დღე სავსეა შფოთვით. ვშფოთავ ნებისმიერ წვრილმანზე. როდესაც ჩემმა თერაპევტმა მკითხა: „რას აკეთებ ძილში? ომში მონაწილეობ?“ გონებაში რაღაცამ გამიელვა: „ არა“-ვუპასუხე. „უბრალოდ ვდგავარ, თვალყურს ვადევნებ, არაფერს არ ვგრძნობ, თავს დაცარიელებულად ვგრძნობ. ამის გამო ვიწყებ ტირილს და მაქვს განცდები. მაქვს ასეთი კოშმარები, ვდგავარ და ვუყურებ საშინელ რაღაცებს და არ მაქვს შესაძლებლობა, ამას რაღაც მოვუხერხო“.
ამრიგად, ასე მოახდინა შფოთვამ ჩემი უძილობის (ინსომნია) ფორმირება. მე ვწუხვარ, შეშინებული ვარ ამ სამყაროთი (მსოფლიოთი), ამიტომაც არაფრის გაკეთება არ შემიძლია ჩემს სიზმრებში. არ შეიძლება, რომ არ ვგრძნობდე თავს დაცარიელებულად, რადგან დეპრესია და შფოთვა არ მაძლევენ რაიმეს გრძნობის (რეალურად რასაც უნდა ვგრძნობდე), განცდის საშუალებას. შფოთვა მაიძულებს იმის გაფიქრებას, რომ მე „არ შემიძლია ვინმეს დავეხმარო, რადგან საკუთარ თავსაც ვერ ვშველი“.
ჩემი უძილობა – ეს არის პირდაპირი გაგებით ომი. მე ვიბრძვი ყოველ დღე, ყოველ ღამე და ყოველ ჯერზე გამოვდივარ ამ ომიდან გადარჩენილი.
წყარო: https://defeatingdepressionnow.com/how-my-anxiety-shaped-my-insomnia/