„მიჯაჭვულობის ოთხი ფორმა“ და მისი საბოტაჟური გავლენა თქვენი სამუშაო-ცხოვრების ბალანსზე

ჩვენი ქვეცნობიერი, განვითარებული ახალგაზრდობასა და მოზრილობის ასაკში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ახლა განვიხილავთ „მიჯაჭვულობის ფორმას“, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს საოფისე ურთიერთობებზე.

თქვენ უკეთ იცით,  როგორ მართოთ საკუთარი დრო სამუშაოზე, მაგრამ პირველადი, თითქოს არაკონტროლირებადი სურვილი აკეთებს თქვენი ნების საწინაარმდეგოს.

თქვენ იცით, რომ უნდა თქვათ პასუხი „არა“ ახალი პროექტის წამოწყების შემოთავაზებაზე, მაგრამ ამბობთ „კი“. ან იცით, რომ თქვენი ანგარიში მოეწონა თქვენს უფროსს, მაგრამ შუაღამამდე მუშაობთ იმისათვის, რომ უფრო სრულყოფილი გახადოთ ის, ან უბრალოდ გაიყინეთ ერთ ადგილზე – გინდათ უფრო მეტის მიღწევა, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ მცდელობა გამოგივათ, – ამის გამო თქვენ არაფერს არ აკეთებთ.

თუ თქვენ საკუთარი ირაციონალური საქციელის გამო ფრუსტრირებული ხართ, იცოდეთ, რომ ამის მიზეზი თქვენს არაცნობიერშია, რომელიც ცნობილია „მიჯაჭვულობის ფორმის“ სახელით. თქვენი მიჯაჭვულობის ფორმა განსაზღვრავს თქვენს დამოკიდებულებას სხვა ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში.

მიჯაჭვულობა, ჩვეულებრივ, აღმოცენდება ისეთი ტიპის ურთიერთობებში, როგორიცაა მშობელსა და შვილებს ან რომანტიკულ წყვილებს შორის, მაგრამ ჩემი, როგორც დროის მენეჯმენტის მართვის ტრენერის სამუშაოში, ვხედავდი, რომ ადამიანები ასევე განსხვავებულად „ეჯაჭვებიან“ საკუთარ სამუშაოს. აქ განვიხილავთ იმას, თუ როგორ გამოვავლინოთ საკუთარი მიჯაჭვულობის ფორმა და ვმართოთ საკუთარი დრო.

შფოთვა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობაზე

სხვების განაწყენების შიში ადამიანებში ახდენს შფოთვითი მიჯაჭვულობის ფორმის ჩამოყალიბებას. ხოლო შფოთვაზე დაფუძნებულ მიდგომას მივყავართ კონტრპროდუქტიულ მოქმედებებამდე – მაგალითად, ელექტრონული ფოსტის პერმანენტული შემოწმების იძულებასთან ბრძოლამდე, იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი კარგად არის.

რა ხდება როდესაც ეს თქვენ გეხებათ

თუ  მუშაობთ შფოთვითი მიჯაჭვულობის ფორმით, თქვენ აუცილებლად გექნებათ დროის მართვასთან დაკავშირებით სულ მცირე ორი სერიოზული ბრძოლა. პირველ რიგში, როგორც კი რაიმე „საფრთხის“ წინაშე აღმოჩნდებით, გაგეფანტებათ ყურადღება. თქვენ გექნებათ ნეგატიური მოლოდინები, მაგალითად კლიენტისგან მიღებული წერილი აუცილებლად უნდა იყოს საჩივარი და თქვენს უშუალო უფროსთან ნაკლები შეხება შეიძლება მიიჩნიოთ იმის მანიშნებლად, რომ ის უკვე ეძებს თქვენს სანაცვლოდ ახალ თანამშრომელს. შესაძლოა, ეს ფიქრები იყოს სიმართლესთან ახლოს, მაგრამ შეიძლება – არა, მაგრამ თქვენი „შფოთვით მოცული ტვინი“ აკეთებს ნეგატიურ დასკვნებს და კონცენტრირებულია პრობლემაზე მანამ, სანამ ის არ იქნება მოგვარებული.

დროის მართვის მეორე პრობლემა ეს არის დადგენილი წესებისადმი ძლიერი მიუღებლობა. უარის თქმის იდეამ შეიძლება შეგაშინოთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ

იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ დროის მართვა, უნდა დაიწყნაროთ ნერვული სისტემა. უნდა გამოხვიდეთ რეჟიმიდან „იბრძოლე ან გაიქეცი“ ყოველ ჯერზე, როდესაც სამუშაოზე რაღაც ხდება.

დაწყნარების საუკეთესო სტრატეგია გულისხმობს საკუთარ თავთან პოზიტიურ საუბარს და თანატოლების მხარდაჭერას. საკუთარ თავთან საუბარში იგულისხმება შემდეგი სტრატეგიები: „მოიცადე, ნახე, რა მოხდება“ ან „ყველაფერი კარგად იქნება“. თუ თქვენ კვლავ აღელვებული ხართ, უნდა მოძებნოთ მხარდაჭერა იმისათვის, რომ დაწყნარდეთ, გაითავისუფლოთ თავი ცუდი ფიქრებისაგან და წახვიდეთ წინ. ეს ნიშნავს სიტუაციას, როდესაც პირდაპირ ახდენთ კლიენტთან ან კოლეგასთან ან სხვა პიროვნებასთან გასაუბრებას იმისათვის, რომ დარწმუნდეთ საკუთარ თავში.

როდესაც საქმე ეხება დადგენილ საზღვრებს, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ რაღაც ისეთისგან, რომელიც არ არის თვალსაჩინო, მაგალითად გათიშოთ ელექტრონული ფოსტა, როდესაც დატოვებთ ოფისს. ასე რომ, თქვენ არ მოგიწევთ ამის თქმა „ არა, მე არ შემიძლია ამის გაკეთება დღეს საღამოს“. თქვენ უბრალოდ არ გეცოდინებათ ამის შესახებ ხვალამდე.

ნეგატიური თავისდაღწევითი მიჯაჭულობა

ნეგატიური თავისდაღწევითი მიჯაჭვულობის მქონე ინდივიდებს საკუთარი თავი, სამსახურში ყველაზე ჭკვიან ადამიანებად მიაჩნიათ, დანარჩენები კი – სულელებად. შესაძლოა მთლად სულელებად არა, მაგრამ ნაკლებად ჭკვიანებად, ვიდრე ისინი რეალურად არიან. უმეტესად ისინი წყვეტენ, თუ რა უნდა გააკეთონ და უგულებელყოფენ სხვების სურვილებს. ამგვარი დამოკიდებულება იწვევს კონფლიქტსა და უნდობლობას. ამ უნდობლობამ შეიძლება გამოიწვიოს ის ვითარება, რომ როდესაც სხვები იწყებენ ამ ტიპის ადამიანების მართვასა და კონტროლს, ეს საბოლოო ჯამში უფრო გაღიზიანებულს ხდის მას და მიდრეკილს, თავი დააღწიოს ამ ვითარებას.

რა ხდება როდესაც ეს თქვენ გეხებათ

თქვენს გარშემომყოფთათვის, დროის მართვასთან დაკავშირებით თქვენი პრობლემა არის ბოლო ვადების დაუცველობა და იმ სამუშაოს შეუსრულებლობა, რომლებსაც ისინი მნიშვნელოვნად თვლიან.

თქვენი მხრიდან, დროის მართვის პრობლემა, როგორც წესი დაგვიანებით იწყებს გამოვლენას. დროის დიდი მონაკვეთი ეთმობა თქვენი სურვილის გათვალისწინებით რაიმე ახალი პროექტის დახვეწას, რომ კიდევ უფრო კარგი გამოვიდეს. ან  შესაძლოა, თქვენ დაიწყოთ იმაზე მუშაობა, რაც თქვენ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად და შემდეგ შეასრულოთ სხვების სამუშაო.

როგორ უნდა მოვიქცეთ

იმისათვის, რომ შეიტანოთ ცვლილებები, პირველ რიგში უნდა დაიწყოთ იმის აღიარება, რომ სხვა ადამიანებსაც გააჩნიათ საკუთარი აზრი. თქვენ, შესაძლოა არ იზიარებდეთ მათ მიერ წამოყენებულ პრიორიტეტებს, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენ უფრო კარგად იცით და ისიც კი შეიძლება იფიქროთ, რომ სულელური სამუშაოა.

მაგრამ თუ გინდათ, მიაღწიოთ დიდ წარმატებას, იმას, რომ ადამიანები ნაკლებად ახდენდნენ თქვენს მართვას, რომ ნაკლებს მუშაობდეთ, რომ მოვიდეს ის დრო, როდესაც თქვენ შეგეძლებათ სხვების მოსმენა და იმის კეთება, რასაც სხვები გეტყვიან, თქვენ თავად უნდა შეძლოთ ამ დიდი ნახტომის გაკეთება. ამისათვის საჭირო იქნება თქვენს ემოციონალურ ინტელექტზე სერიოზული მუშაობა, იმის გაცნობიერება, რომ იდეა, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით არ შეიძლება იყოს ყოველთვის მცდარი. თქვენ, სხვებთან ჰარმონიულ მუშაობაში პოზიტივი უნდა დაინახოთ.

შიშის გამო თავისდაღწევითი მიჯაჭვულობა

„გაჭედვა“ – ეს სიტყვა საუკეთესოდ აღწერს იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია შიშის გამო მიჯაჭულობისგან გაქცევის ფორმა. ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ. ვიღაცა, რომელსაც შფოთვის გამო მიჯაჭვულობის ფორმა აქვს სწრაფად გახსნის პოტენციური „საფრთხის“ მქონე ელექტრონულ წერილს და რაც შეიძლება სწრაფად გასცემს პასუხს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს საფრთხე. ხოლო სხვა, რომელსაც შიშისმომგვრელი მიჯაჭულობის ფორმა გააჩნია, გაბრაზდება და საერთოდ არ გახსნის ფოსტას. ასეთი ტიპის ადამიანებს იმდენად ძლიერად ეშინიათ ნეგატიური შედეგების, რომ ვერასოდეს გაიგებენ კლიენტის მიერ გამოგზავნილი წერილის ნამდვილ შინაარსს. ისინი არ ენდობიან არც საკუთარ თავს, არც სისტემას.

რა ხდება როდესაც ეს თქვენ გეხებათ

თქვენ უმეტეს დროს ხართ დათრგუნული, რადგან გეშინიათ ყველაფრის, განიცდით ნაკლებ ძალას და ენერგიას იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ ამ ტიპის შიშს (მითუმეტეს იმ სამუშაოს, რომელიც გროვდება). ამას თქვენ მიყავხართ იქამდე, რომ ცდილობთ გაექცეთ ყველაფერს, დაიკარგოთ სოციალურ ქსელებში, ცდილობთ თქვენი სამუშაო მაგიდის დალაგებას და მუდმივად იწყებთ იმაზე ფიქრს, რომ შეუსრულებელი სამუშაოს გამო, როგორ გაიმართლოთ თავი.

როგორ უნდა მოვიქცეთ

თუ თქვენ ამ სქემაში ხვდებით,  დაგჭირდებათ სტრატეგია, ორი ნაწილის გათვალისწინებით. პირველი, გულისხმობს თქვენში, შიშზე საკუთარი რეაქციის შემცირებას. შეეცადეთ დაწყნარების სტრატეგიის გამოყენება, რომლებსაც ვთავაზობთ შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს, მაგალითად, საკუთარ თავთან პოზიტიური საუბარი და მეგობრების ან კოლეგების მხარდაჭერა.

ასეთ შემთხვევაში ფრთხილად უნდა იმოქმედოთ იმისათვის, რომ შეასრულოთ სამუშაო. თქვენს თავს დაუსახეთ რამდენიმე პატარა მიზანი. ეს შეიძლება იყოს, თავდაპირველად დღეში ერთი წერილის (რომელიც გაშინებთ) გახსნა და წაკითხვა  ან 15 წუთი იმ პროექტზე მუშაობა, რომელსაც გაურბოდით რამდენიმე კვირის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში. როდესაც ხვდებით, რომ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება, გაქვთ პატარა წარმატებები, რომლებმაც მოგვიანებით შეიძლება მიგიყვანოთ დიდ წარმატებამდე.

უსაფრთხო მიჯაჭვულობა

ადამიანები, რომლებსაც სამუშაოსადმი უსაფრთხო მიჯაჭვულობის ფორმა აქვთ, სამსახურში წამოჭრილ პრობლემებს ადვილად ჭრიან. ისინი მუშაობენ ბევრს, არ ეშინიათ თქვან „არა“, როდესაც ხვდებიან, რომ ეს აუცილებელია. მათ იციან საკუთარი შესაძლებლობები და დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ სხვებიც კეთილგანწყობილნი არიან მათ მიმართ.

რა ხდება როდესაც ეს თქვენ გეხებათ

როგორც წესი, თქვენ საუკეთესოდ მართავთ თქვენს დროს. თქვენ შეგიძლიათ პრიორიტეტების განაწილება და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მოთხოვნა. თავს კომფორტულად გრძნობთ, ახდენთ ჯანსაღი საზღვრების აღმართვას და ცვლით საჭიროებიდან გამომდინარე. თქვენ, ხშირად არ მიმართავთ ქცევას, რომლის საფუძველს შიში წარმოადგენს.

როგორ უნდა მოვიქცეთ

თუ თქვენ უსაფრთხო მუშაობის სტილი გაქვთ, მაშინ თქვენ, შეიძლება ითქვას, კარგად შეგიძლიათ საკუთარი დროის მართვა და სამუშაო-ცხოვრების ბალანსის საუკეთესოდ შენარჩუნება. ინარჩუნებთ უსაფრთხოებას, მაგრამ ყველაფრის საქმის კურსში ხართ. რეგულარულად ითხოვთ უკუკავშირს და მუშაობის დროს, დავალების შესრულებისას შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. ამასთანავე თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ თქვენსა და თქვენს მენეჯერს შორის ურთიერთობის ხარისხი დაეცა, შეგიძლიათ მიწეროთ წერილი და პირდაპირ შეეკითხოთ მიზეზების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ მიჯაჭვულობის ფორმა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თქვენ მიერ დროის მართვაზე, ის შეიძლება მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაერთხელ ხართ იძულებული იმოქმედოთ იმის წინააღმდეგ, რაც „იცით“. როგორც პირად ცხოვრებაში მიჯაჭვულობის ფორმის შემთხვევაში, ასევე სამუშაოზე მიჯაჭვულობის ფორმა შეიძლება იცვლებოდეს სიტუაციიდან გამომდინარე. ერთ სამსახურში ან კონკრეტულ ერთ ადამიანთან დაკავშირებით შეიძლება, გქონდეთ შფოთვითი მიჯაჭვულობის ფორმა, ხოლო სხვა გარემოებებში – სხვა. სადაც არ უნდა იყოთ, თქვენ მიერ დროის მართვის გაუმჯობესება იწყება მიჯაჭვულობის ფორმის გამოვლენით და შემდგომ მისკენ გადადგმული ნაბიჯით.

წყარო: https://www.nytimes.com/2018/12/19/smarter-living/attachment-styles-work-life-balance.html

2020-02-13T12:35:34+00:00